სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი (USC)

ტექნოლოგიების გადაცემის და ლიცენზირების წარმატებული ისტორიები

ინტეგრირებული მედია სისტემების ცენტრი (IMSC)

 

იმერსიული აუდიო: კინოაკადემიის ოსკარების დაჯილდოებასთან ერთად ტექნოლოგია გადაეცა სტარტაპ კომპანია აუდისეის (Audyssey). აუდისეის კომპანია ავითარებს ინოვაციურ ტექნოლოგიას აუდიო სისტემების ხმის გასაუმჯობესებლად, ისეთი ტექნოლოგიებისთვის როგორებიცაა სახლის თეატრი, ავტომობილების აუდიო სისტემა, კინოთეატრების აუდიო სისტემები, მობილური ტელეფონები და  პორტატული მუსიკალური ფლეიერები. დღეს-დღეობით ამ კომპანიას ყავს 40 თანამშრომელი და მისი სათაო ოფისი ლოს ანჯელესის (LA) ცენტრალურ უბანში მდებარეობს. კომპანიას ასევე გააჩნია ოფისები ტოკიოში, იაპონიაში და სამხრეთ კორეაში. Audyssey-ის აუდიო სისტემების ნახვა შესაძლებელია 75%-მდე სახლის კინოთეატრებში, ყოველ ახალ IMAX-ის თეატრში, მილიონობით ახალ ტელევიზორსა და მანქანაში. მას მოგებული აქვს მრავალი ჯილდო, როგორებიცაა CES-ის ინოვაციური დიზაინისა და ინჟინერიის ჯილდო.

გეოსივრცითი ინფორმაციული მენეჯმენტი: ტექნოლოგია გადაცემული იყო გეოსემბლის (Geosemble) ტექნოლოგიების სტარტაპისთვის. გეოსემბლი აწარმოებს გეოსივრცითი მონაცემების კომპლექტების გამოყოფისა და შერწყმის ავტომატურ ტექნოლოგიებს, რომელიც მოიცავს რუკებს, საჰაერო გამოსახულებას, სიებს, მოვლენებს, მონაცემთა ბაზას, ბიზნესებს და ა.შ. 2009 წლის აპრილში გეოსემბლმა მიიღო სტრატეგიული ინვესტიცია, ტექნოლოგიების განვითარების პროგრამა და ლიცენზირების შეთანხმება In-Q-Tel კომპანიასთან, ეს კომპანია წარმოადგენს დამოუკიდებელ სტრატეგიულ საინვესტიციო ფირმას, რომელიც განსაზღვრავს ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მხარს უჭერს ამ ტექნოლოგიებს ამერიკის ინტელიგენციის საზოგადოებაში. 2012 წლის ივლისში გეოსემბლი შეიძინა მეორე In-Q-Tel კომპანიის მსგავსი პორტფოლიოს მქონე  კომპანიამ, ტერაგო ტექნოლოგიებმა (Terrago Technologies). გეოსემბლის ყველა აქციონერმა მიიღო ფული ამ გარიგებიდან. მათ ძირითად პროდუქტს, როგორიცაა GeoXray უკვე ფართოდ იყენებს რამოდენიმე სახელისუფლებო და მუნიციპალური ორგანიზაცია.

კომპიუტერული გრაფიკული თამაშები: ტექნოლოგია გადაცემული იყო  GameDesk ის სტარტაპიდან. GameDesk არის არაკომერციული, კვლევისა და განვითარების მხარდამჭერი კომპანია, რომელიც ცდილობს (ეძებს) ხელახლა გაიაზროს სწავლება თამაშის, შემოქმედებითობის და ინტერაქციის საშუალებით. იგი Fast კომპანიის მიერ 2013 წელს  მსოფლიოს 10 ინოვაციურ საგანმანათლებლო კომპანიას შორის მეექვსე ადგილზე იყო დასახელებული.

ბოჭკოვანი ოპტიკა: IMSC-ის დოქტორი, ჯინ-ქსინგ ცაი (Jin-Xing Cai) ამჟამად წარმოადგენს IEEE და OSA (ამერიკის ოპტიკური საზოგადოება, Optical Society of America) ის საზოგადოებების წევრს, იგი აწარმოებს ოპტიკურ ბოჭკოვან კომუნიკაციის წყალქვეშა საკომუნიკაციო სისტემას Tyco-ს წყალქვეშა ნავებისათვის.

უწყვეტი მედია: IMSC-ის მაგისტრის ხარისხის მქონე Dwipal A. Desai წარმოადგენდა იუთუბის #9 თანამშრომელს და დღეს-დღეობით ის წარმატებული მეწარმეა.  IMSC-ის დოქტორის ხარისხის მქონე და შემდგომში IMSC-ის მკვლევარი პროფესორი როჯერ ზიმერმანი, წარმოადგენს წარმატებულ ასოცირებულ პროფესორს, ტენორს სინგაპურის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გრაფიკები: დოქ. დოუგ ფიდალეო მუშაობს, როგორც მთავარი მეცნიერი LA-ის სტარტაპ, Big Stage-ში.  დოქტორმა ფიდალეომ IMSC-ში სადოქტორო შრომის კეთების პერიოდში და შემდგომ  USC-ში პოსტ-სადოქტორო მუშაობის დროს შექმნა და განავითარა  Big Stage Facial Capture სისტემები. 2009 წლის სექტემბერში, ჟურნალმა ფორბსმა კომპანია Big Stage Entertainment  დაასახელა ამერიკელების ტოპ 20 ყველაზე იმედისმომცემ კომპანიათა შორის.