ტექნოლოგიების გადატანის პროცესი

ტექნოლოგიების გადატანის/ტრანსფერის შესახებ

უნივერსიტეტები, საავადმყოფოები და კვლევითი ცენტრები უამრავ კვლევას ატარებენ რომლის საფუძველზეც შეიძლება შეიქმნას გამოგონებები, რომლებიც არა მარტო სიცოცხლის გახანგრძლივებისა და შენარჩუნებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ აუმჯობესებს ჩვენი ცხოვრების, მუშაობისა თუ ყოველდღიური საქმიანობის დონესა და ხარისხს.

ტექნოლოგიების ტრანსფერი თამაშობს ცენტრალურ როლს ამ იდეების ბაზარზე გადატანაში. ტექნოლოგიების გადატანის/ტრანსფერის ოფისი ახორციელებს გამოგონებების (როგორც ინტელექტუალური საკუთრების) დაცვას და კომერციალიზაციას. პროცესი მარტივად ჟღერს, მაგრამ საკმაოდ რთულად განხორციელებადია და მრავალ საფეხურს მოიცავს, თუმცა თუ ყველა საფეხური წარმატებით დასრულდა ახალი ტექნოლოგიის წარმოება იწყება ან უკვე არსებული კომპანიისა და საწარმოს ბაზაზე, ან ახალი კომპანია ყალიბდება. ეს კი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, კაპიტალს შემდგომი კვლევებისთვის და ემსახურება ცხოვრების დონისა და ხარისხის გაუმჯობესებას.

ტექნოლოგიების ტრანსფერის პროცესი მოიცავს შემდეგ ძირითად პროცესებს:

  • ახალი ტექნოლოგიის იდენტიფიკაცია
  • ტექნოლოგიის დაცვა პატენტითა და საავტორო უფლებით
  • განვითარებისა და კომერციალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, როგორიც არის მარკეტინგი და არსებული კერძო კომპანიისთვის ლიცენზიის მიყიდვა ან ახალ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ახალი სტარტაპის დაფუძნება.

 

აკადემიური და კვლევითი ინსტიტუტები ტექნოლოგიების ტრანსფერში ჩართვას სხვადასხვა მიზეზით ირჩევენ

  • ინსტიტუტში შექმნილი აღმოჩენებისა და ტექნოლოგიების აღიარებისთვის
  • ნიჭიერი თანამშრომლების მიზიდვისა და შენარუნებისთვის
  • ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის
  • კორპორაციული კვლევის მხარდაჭერის მიზიდვისთვის
  • შემდოგმი კვლევებისა და განათლების მხარდაჭერისთვის.

სხვადასხვა ინსტიტუტისთვის, ზემოთ ჩამოთვილთაგან ძირითადი  პრიორიტეტი განსხვავებულია, თუმცა ტექნოლოგიების გადატანის საბოლოო სარგებელი არის   პროდუქტის მნიშვნელობა საზოგადოებისთვის და ის სამუშაო ადგილები, რომლებიც პროდუქტის შექმნისა და გაყიდვისთვის იქმნება.

კვლევის შედეგად შექმნილი გამოგონების დაპატენტება იცავს იმ ინვესტიციას, რომელიც კვლევაში იყო ჩადებული და უზრუნველყოფს არსებული გამოგონების კომერციალიზაციისთვის ხელმისაწვდომობას. ინტელექტუალურ საკუთრებაში ჩადებული ინვესტიცია საზოგადოებას  პროდუქტისა და გაზრდილი დასაქმების სახით უბრუნდება.

კომერციალიზაცია შესაძლოა განხორციელდეს ისე, რომ ხელი არ შეეშალოს კვლევის შედეგების გამოქვეყნებას და მასალების, ნოუ ჰაუსა  და ინფორმაციის გაცვლის ძირეულ ღირებულებებს.

მაშინ როდესაც, წარმოებაზე დაფუძნებული ეკონომიკიდან ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლა იწყება, საუნვერსიტეტო ინტელექტუალური საკუთრება განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შესაბამისად, აკადემიური ინსტიტუციების მიმართ მოლოდინები მნიშვნელოვნად იზრდება.

 

 

ტექნოლოგიების ტრანსფერის პროცესთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში ისარგებლეთ თანდართული გზამკვლევით და დაუკავშირდით TCO-ს

TECH-TRANSFER-guide-new-

 

 

დოქ. გუვენ იალჩინტასის რჩევები თუ როგორ უნდა გაკეთდეს 11 წუთიანი პრეზენტაცია ინვესტორების წინაშე