მასაჩუსეთის ტექნოლოგიების გადატანის ცენტრი

მასაჩუსეთის ტექნოლოგიების გადატანის ცენტრის

წარმატებული ისტორიები

 

Petrel Biosensors  – ქარიშხალას (ზღვის ფრინველების ტიპი)  ბიოსენსორები

2007 წლის გაზაფხულზე სკოტ გალაგერმა MTTC-დან მიიღო 40,000$-ის დაფინანსება. მან ეს დაფინანსება ე.წ. „ცურვის ქცევის მქონე სპექტომეტრის (SBS)“ ვალიდაციისთვის გამოიყენა, რომელიც წყალში ტოქსინების აღმოჩენისათვის ფართო სპექტრის, სწრაფ და ადრეული გაფრთხილების სისტემას წარმოადგენს. პროექტის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა კოლაბორაცია რეგიონული ტექნოლოგიების განვითარების კოპორაციასთან, რომელმაც   ახალი სტარტაპ კომპანია – ქარიშხალას ბიოსენსორები (Petrel Biosensors) – ჩამოაყალიბა. პეტრელი განავითარებს ახალი თაობის SBS-ს, რომელშიც გამოყენებული იქნება  ჩაშენებული მიკროფლუიდები, რაც შესაძლებელს გახდის შემუშავდეს გლობალურად ხელმისაწვდომი აპარატი.

 

ლუმოს კათეტერის სისტემა (Lumos Catheter Systems)

ბრუკლინში დაფუძნებული ლუმოს კათეტერ სისტემების კორპორაცია ავითარებს ახალ მოწყობილობას, რომელიც ეყრდნობა ოპტიკურ-ბოჭკოვან ტექნოლოგიას, ამ ტექნოლოგიის საშუალებით კათეტერს ექნება უნარი გაანათოს, ეს კი ექიმებს მისცემს შესაძლებლობას გაცილებით მარტივად და უკეთ ჩაუსვან კათეტერი პაციენტებს. პირველად  ეს ტენოლოგია ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოში მუშაობის პერიოდში ფარჰად იმამმა (მედიცინის დოქტორი M.D.) შეიმუშავა. 2007 წლის გაზაფხულზე მან მოიპოვა MTTC კვლევის ჯილდო აღნიშნული ტექნოლოგიის გასავითარებლად და შემდგომი მარკეტინგისთვის.

 

ASSISTment სისტემა

ნეილ ჰეფერნანმა WPI-დან, თავისი ASSISTment სისტემის ტესტირებისა და გაუმჯობესებისთვის 2006 წელს MTTC-სგან მოიპოვა დაფინანსება. ASSISTment სისტემა წარმოადგენს ვებ-დაფუძნებულ ინტელექტუალურ სწავლების სისტემას, რომელიც აფასებს სტუდენტების სწავლის დონეს და ეხმარება მათ სწავლაში. იგი ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას მასწავლებლებსა და მშობლებს მათი სტუდენტების პროგრესის შესახებ, ასევე შესაძლებლობას იძლევა ინდივიდულაურად გაუწიოს დახმარება სტუდენტებს, რათა მათ კონკრეტულად ის ნაწილი  ისწავლონ უკეთ, რომელიც მათთვის რთულია. ამ სისტემის განვითარებისა და მხარდაჭერისთვის NSF-ის სწავლის განვითარების დეპარტამენტმა და სხვა ფედერალურმა სააგენტოებმა გამოყვეს  9 მილიონი დოლარი.

 

Connective Orthopaedics

Connective Orthopaedics  არის Woburn-ზე დაფუძნებული კომპანია, რომელიც დაზიანებული რბილი ქსოვილის მკურნალობისა და აღდგენისათვის აპლიკაციებს ამუშავებს. ერთ-ერთმა ამ იდეის დამფუძნებელმა, დოქტორ მარტა მურეიმ ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოდან, მოიპოვა MTTC-ის კვლევების ჯილდო და მან ეს დაფინანსება  სამუშაო პროტოტიპის შექმნისა და განვითარებისთვის გამოიყენა. შემდგომი წარმატება CIMIT და NIH მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის დროსაც მათ Norwich Ventures-დან 4 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვეს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობები ფართედ იქნა წარდგენილი და გაცნობილი როგორც სამეცნიერო, ასევე კლინიკური საზოგადოებისთვის.

 

სოლასტა (Solasta)

კორპორაცია სოლასტამ, რომელიც მზის რადიაციის ელექტროენერგიად გადაქცევისათვის ავითარებს კოაქსიალურ ნანომილოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ თხელ ფირს, 2006 წელს  MTTC-სგან 25,000$-ის გრანტი მოიპოვა, რომელიც შემდგომში  მათი ტექნოლოგიის სინათლეზე დაფუძნებული შესაძლებლობების დემონსტრირებისათვის იქნა გამოყენებული. მიშელ ნაფტონი (თანადამფუძვნებელი ბოსტონის კოლეჯიდან), ასევე მონაწილეობდა MTTC-ის პროგრამებში ახალი სტარტაპ კომპანიების მხარდაჭერისათვის. ამ ტიპის ტექნოლოგიებისა და ექსპერტების გაერთიანებამ და მათმა ერთობლივმა თანამშრომლობამ, სოლასტას საშუალება მისცა პროდუქტის განვითარებისათვის მიეღო რამოდენიმე მილიონის დაფინანსება Kleiner Perkins Caufield და Byers-სგან, ასევე მნიშვნელოვანი გრანტები მიეღო DOE/NREL-სგან.

 

ტროფოს ენერგია

სომერვილის კომპანია მუშაობს სამრეწველო პარტნიორებთან, კვლევით და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან, სამთავრობო სააგენტოებთან იმისათვის, რომ აღმოაჩინონ და განავითარონ პროექტები და აპლიკაციები სადაც ღირებულია გრძელვადიანი, თავისუფალი დენის წყაროს შენარჩუნება. თანადამფუძნებელმა, პეტერ გირგუისმა ჰარვარდის უნივერსიტეტის ორგანული და ევოლუციური ბიოლოგიის დეპარტმენდტიდან 2007 წელს MTTC-დან მოიპოვა დაფინანსება. მან  ეს დაფინანსება გამოიყენა ხმელეთის გარემოში უსადენო მარყუჟის სენსორული დენის წყაროს ბეტა ვერსიის განვითარებისათვის.

 

ატანსე

ატანსე დაფუძნებულ იქნა McLean-ის საავადმყოფოს მკვლევარ დოქტორ მაილს ქანინგამის  მიერ. დოქტორ ქანინგამმა შეიმუშავა ტექნიკური საშუალებები და მეთოდები, რომლებიც იძლევა ზუსტი მკურნალობის საშუალებას თავის ტვინის სპეციფიური უბნების სიმსივნეებისა და ნეიროდეგენერაციული დაავადებებისათვის. MTTC-მ დააფინანსა ახალი ინსტრუმენტის სამუშაო პროტოტიპის განვითარება და მისი პირველადი ტესტირება ცხოველურ მოდელებში. დოქტორი ქანინგამი მუშაობს ინტრაცერებრალური მიკროინექციის ინსტრუმენტის მოწყობილობის საბოლოო ეტაპის განვითარებაზე.

 

პრომეთანის ელექტრო სისტემები

სორინ გრამამ (მასაჩუსეთის ტექნოლოგიების ინსტიტუტიდან)  გრძელი გზა განვლო სანამ  2006 წელს მისი პროექტისათვის – „სინერგული ელექტრო სისტემები“ – MTTC-ის დაფინანსებას მიიღებდა. მან ინდოეთში მზის HVAC Booster-ზე მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიკაციისათვის 5000$ დახარჯა. 2008 წელს მან კომერციული მოხმარებისათვის ჩამოაყალიბა პრომეთანის ელექტრო სისტემები და განავითარა მზის ენერგიაზე მომუშავე გაგრილების სისტემა პროდუქტების ცივად შესანახად. აღნიშნული ტექნოლოგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნაწილობრივად ელექტროფიცირებული, განვითარებადი ქვეყნებისათვის.

 

ჰეპერგენი

ჰეპერგენის კორპორაცია უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების კომერციალიზაციას, რომლებიც  MIT-ის პროფესორის, დოქტორ სანგიიტა ბატიას მიერ დოქტორ სალმან კეტანთან კოლაბორაციით განვითარდა. მათ HepatoPaC®-ში ერთობლივად გამოიგონეს ე.წ. მიკროღვიძლის პლათფორმა. MTTC და MIT’s Deshpande ცენტრის დაფინანსების მთავარი აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ ამ ტექნოლოგიის კომერციული სიცოცხლისუნარიანობა დადასტურებულიყო. თავდაპირველ სამიზნეს HepatoPaC®-ისათვის ფარმაცევტული სეგმენტი წარმოადგენდა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა გამოყენებულიყო ეს პლათფორმა გასუფთავებული ნაერთების სკრინინგისთვის. კომპანია  უზრუნველყოფილი იყო 2,5$ მილიონიანი გრანტით NIH და NSF-სგან.

 

Novavax

2005 წელს დოქტორ ტრუდი მორისონმა Umass-ის სამედიცინო სკოლიდან მოიპოვა MTTC-ის დაფინანსება, რათა შეექმნა ვირუსის მსგავსი ნაწილაკები – როგორც  ნიუკასლის გამომწვევი ვირუსის (ფრინველების ფსევდოჭირის ვირუსი) ვაქცინა. მას შემდეგ მორისონმა შეძლო მოეხდინა ვირუსის მსგავსი ნაწილაკების დემონსტრირება, რომელიც დაფუძნებული იყო ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის ცილებზე, რაც ასევე შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო, როგორც პლათფორმა ადამიანის ამ დაავადების ვაქცინის განვითარებისათვის. ნოვავოქსმა მსოფლიოს მასშტაბით ექსკლუზიურად მოიპოვა parmyxovirus-ის განვითარებისა და კომერციალიზაციაზე ლიცენზირება.