ინოვას წარმატების ისტორია – ტექნოლოგიების გადატანა ბრაზილიაში

კამპინას უნივერსიტეტმა (Unicamp) – რომელიც  წამყვანი უმაღლესი სახელმწიფო საგანმანათლებლო უნივერსიტეტია ბრაზილიაში, ეროვნული სამრეწველო საკუთრების ინსტიტუტში (INPI) სამი საპატენტო აპლიკაცია პირველად 1989 წელს შეავსო.   უნიკამპი, უმაღლესი სწავლებისა და კვლევის ხარისხით დღეს-დღეობით წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებულ დაწერებულებას. ის, 2009 წლისთვის INPI-ში საპატენტო აპლიკაციების შევსების თვალსაზრისით რიგით მეორე იყო  Petrobas-ის (ბრაზილიის ნავთობპროდუქტების  კომპანია) შემდგომ.

ინოვა (ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრი) შეიქმნა 2003 წელს. ის  ითვლის 50-ზე მეტ თანამშრომელს და  ძალიან ინტენსიურად ატარებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, მათ შორის აკადემიურ საზოგადოებაში ტრენინგებს  ინტელექტუალური საკუთრების (IP) დაცვის მნიშვნელობაზე. ინოვას თანამშრომლები ავსებენ და ამზადებენ უნიკამპის ეროვნულ და საერთაშორისო პატენტების აპლიკაციებს;  აწარმოებენ მოლაპარაკებებს ტექნოლოგიების ლიცენზირების შეთანხმებებზე და მართავენ უნივერსიტეტის ინკუბატორს სტარტ-აპ კომპანიებისათვის.

მხოლოდ 2008 წელს, ინოვამ შეავსო 51 საპატენტო აპლიკაცია INPI-ში შესატანად და 12 PCT-ში  დაარეგისტრირა. 13 სავაჭრო ნიშანსა და 10 კომპიუტერულ პროგრამაზე მოიპოვა საავტორო უფლებები; მისი სამი დაპატენტებული ტექნოლოგია ჩაეშვა წარმოებაში; დაასრულა დაახლოებით 30 მდე კვლევითი კოლაბორაცია ბრაზილიურ კომპანიებთან და ინსტიტუტებთან, რომლებმაც დაახლოებით 8 მილიონი ბრაზილიური რეალის (R$) – (5 მილიონ დოლარის (US$)) ინვესტიცია განახორციელეს უნიკამპში. 2008 წლის ბოლოს  უნიკამპის ლაბორატორიული ტექნოლოგია   ბრაზილიაში კომერციალიზებული გახდა და ამან უნივერსიტეტს  R$900,000-ის ჰონორარი მოუტანა.

პარადიგმების გადაადგილება

უნიკამპის პრეზიდენტი, პროფ. ფერნანდო კოსტა გვიხსნის: „ინოვა-ს შექმნამ დაგვანახა, რომ ტექნოლოგიური ინოვაციები წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს ბრაზილიის ქვეყნის განვითარებისთვის. მიუხედავად იმისა რომ კომპანიები უნდა დარჩნენ როგორც ქვეყნის მთავარი ნოვატორები, უნიკამპმა დაგვანხა, რომ უნივერსიტეტებს შეუძლიათ ითამაშონ მთავარი როლი ნაკლებად განვითარებულ ქვეყნების ინოვაციების სიტემაში.“ პროფესორმა კოსტამ ხაზი გაუსვა, რომ უნიკამპმა შეინარჩუნა მისი ფუნდამენტური მისია – რომ უზრუნველეყო მაღალი ხარისხის სწავლება, ჩაეტარებინა უმაღლესი ხარისხის კვლევა და გაეფართოებინა ცოდნაზე დაფუძვნებული სერვისები, მათ შორის ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი სხვა რესურსები – ამავდროულად შეექმნა მნიშვნელოვანი და ღირსეული IP პორთფელი.

ინოვამ მოიტანა პარადიგმების გადაადგილება უნიკამპის დაახლოებით 22 კამპუსში და კვლევით ცენტრში. როდესაც ინოვამ დაიწყო მუშაობა, სამედიცინო ფაკულტეტს ჰქონდა სულ ოთხი პატენტი და მანამდე არასდროს ჰქონდათ მოპოვებული ლიცენზია. 2008 წლის დასრულებამდე, მათ შეავსეს 33 საპატენტო განაცხადი და ჰქონდათ ოთხი ხელმოწერილი სალიცენზიო ხელშეკრულება სამრეწველო ინდუსტრიებთან.  PCT-ის გამოყენების ეფექტიც აღსანიშნავი იყო. ინოვამდე, უნიკამპს ჰქონდა მხოლოდ ერთი საერთაშორისო საპატენტო აპლიკაცია, ხოლო 2008 წლის ბოლოსთვის მათ შეავსეს 32.

უნიკამპის ქიმიის ინსტიტუტმა გაცილებით მეტი შეძლო და წინ წავიდა მას შემდეგ რაც გაიგეს ინტელექტუალური საკუთრების (IP) დაცვის მნიშვნელობის შესახებ.   ინსტიტუტმა ატვირთა 214 საპატენტო განაცხადი. პროფ. ფერნანდო გალემბეკი, რომელიც ორი ტენოლოგიის ერთ-ერთ მთავარი გამომგონებელია, აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიების გადატანის პროცესი ინდუსტრიაში, მისი კვლევებისთვის წარმოადგენს არაჩვეულებრივად პოზიტიურ საქმეს, ეს საშუალებას აძლევს მიიღოს დამატებითი და მნიშვნელოვანი რესურსები და ეხმარება რომ შეიქმნას „მეტად ენთუზიასტური (პოზიტიური) კლიმატი შედეგების მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით“.  იგი ხაზს უსვამს, რომ „ თუ ჩვენ არ გვექნება პატენტები და არ მოვახდენთ მათ ლიცენზირებას, შესაბამისად გამოგონებებიც აღარ გარდაიქმნება რეალურ სამეწარმეო პროდუქტებად. და თუ ჩვენ მხოლოდ შედეგებს გამოვაქვეყნებთ, ხვალ მოგვიწევს ჩვენივე შექმნილი ხილისათვის ფულის გადახდა“

პროფესორი ლიციო ველოსო (Prof. Licio Velloso), არის გამომგონებელი სამედიცინო მეცნიერებების ფაკულტეტიდან, რომელმაც შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისათვის ინსულინზე დაფუძნებული ნივთიერება შექმნა და 2006-ში ინოვას დახმარებით ლიცენზია Aché Laboratórios-ს მიყიდა. Aché-მ ჩადო 2R$ მილიონის ინვესტიცია პრეპარატის საწყისი განვითარებისათვის, რომელიც  უნივერსტეტთან თანამშრომლობით განხორციელდა.

 

გამოწვევები და მიღწევები

მიუხედავად ყველაფრისა, ინოვა დიდხანს იდგა გამოწვევების წინაშე, როდესაც სჭირდებოდა დაერწმუნებინა უნივერსიტეტის ფაკულტეტები, მკვლევარები და სტუდენტები, რომ მათი გამოგონება გაცილებით მარტივად შეიძლებოდა  გადასულიყო საზოგადოებაში თუ ისინი  მათ ინტელექტუალურ საკუთრებას (IP) დაიცავდნენ. აშკარა გახდა, რომ დიდი გზა იყო გასავლელი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობის ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით  უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან თუ მკლევარებთან.