პერსონალი

lepsveridze

ეკა ლეფსვერიძე, PhD
TCO-ს დირექტორი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი

ტექნოლოგიების კომერიცალიზაციის ოფისის (TCO) დირექტორის თანამდებობაზე ეკა ლეფსვერიძე პასუხისმგებელია TCO-ს აქტივობების ზოგად მენეჯმენტზე. ამავდროულად ეკა არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტზე ჩართულია სასწავლო და კვლევით პროცესებში. მან დოქტორის ხარისხი მოიპოვა გერმანიაში, ჰამბურგის უნივერსიტეტის მათემატიკის, ინფორმატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. მანამდე კი დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. მას გამოქვეყნებული აქვს ათზე მეტი სამეცნიერო სტატია და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო და გრანტი.


dato

დავით ჩეჩელაშვილი
TCO-ს მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი 

როგორც მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი დავითი პასუხისმგებელია გამოგონებების მარკეტინგსა და კომარციალიზაციაზე.

დავითი არის მეწარმე და უკავია რამდენიმე სტრატეგიული და ბიზნესის განვითარებაზე პასუხისმგებელი პოზიცია უმაღლესი ტქნოლოგიების მწარმოებელ საწარმოებში 1999 წლიდან. მისი გამოცდილება  მოდის უმთავრესად ისეთი დისციპლინების ცოდნიდან როგორიცაა იმერციული ვიზუალიზაციის გადაწყვეტა, VR/AR, 3D სტერეო სისტემების მარკეტინგულ ინდუსტრიებში დანერგვა, როგორც საცალო ისე საგანმანათლებლო სფეროებში.

როგორც მეწარმე დავითი არის ერთ-ერთი  დამაარსებელი  კომპანია NEUR Optics-ისადა iZ3D- ს.

როგორც სტრატეგიული აღმასრულებელი, დავითი განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს X6D კომპანიაში, რომელიც ცნობილია, როგორც DBA XPAND, ისევე როგორც NEUR Optics-ისა და iZ3D-ში. მას აქვს  გამოცდილება საცალო სავაჭრო წარმომადგენლობის, სადისტრიბუციო არხებისა დასტრატეგიული პარტნიორობის შექმნაში როგორც მცირე( X6D, Neurok, iZ3D) ისე მსხვილი კომპანიებისთვის(MicroAge, Deloitte & Touche, Renaissance Capital).

2014 წლიდან დავით არის მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადაც ის კითხულობს კურსს მეწარმეობაზე. დავითი ასევე ხელმძღვანელობს StartUp  Grind-ს , გლობალურ დამწყების მეწარმეების საზოგადოებას, რომელიც შექმნილია განათლების მისაღებად, შთაგონებისათვის და მეწარმეებთან დასაკავშირებლად.

დავითს აქვს მაგისტრის ხარისხი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოპოვებული და ბიზნესის ადმინსიტრირების მაგისტრის  ხარისხი კარლსონის მანეჯმენტის სკოლაში მინეზოტას უნივერსიტეტში.


ნინო შარიქაძე
TCO-ს ადმინისტრაციული ასისტენტი

ნინო შარიქაძის პასუხისმგებლობა, როგორც ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ადმინისტრაციული ასისტენტის, შეადგენს ყველა ადმინისტრაციული ამოცანისთვის თავის გართმევა, როგორიცაა კორესპონდენციის მოწესრიგება, პრეზენტაციების, შეხვედრებისა და ტრენინგების დაგეგვმა-ორგანიზება, ასევე ტელეფონის ზარებზე პასუხი.

ნინომ დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოლოგიის ფაკულტეტი, ასევე წარჩინებით ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფარმაციის მაგისტრის ხარისხს. ამჟამად არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დოქტორანტი. როგორც აქტიურ სტუდენტს მონაწილეობა აქვს მიღებულ სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიულ ტრენინგებში.

 

 


bebia

თეონა ბებია
TCO-ს  პატენტისა და ლიცენზირების სპეციალისტი

თეონა ბებია, როგორც პატენტისა და ლიცენზირების სპეციალისტი, პასუხისმგებელია ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის იურიდიულ მხარდაჭერასა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში გამომგონებლის უფლებების დაცვაზე, რაც გამოიხატება ინოვაციური პროდუქტისთვის შესაძლო პატენტისა და ლიცენზიის მიღებაში.

თეონას მოპოვებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი,ხოლო ამჟამად არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პირველი კურსის მაგისტრანტი კერძო-ბიზნეს სამართლის მიმართულებით. მას გავლილი აქვს სტაჟირების კურსები და აქვს სამუშაო გამოცდილება.