TTC-ის წარმატების ისტორია

TTC ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მსოფლიო-კლასის შესაძლებლობებით, რესურსებით და აღმოჩენებით თავის პარტნიორებთან ერთად, თამაშობს მთავარ როლს მსოფლიო ბიოსამედიცინო კვლევების სწრაფ განვითარებაში. ზოგიერთმა პარტნიორმა შეძლო თერაპევტული საშუალებების, ვაქცინების, დიაგნოსტირების, სამედიცინო ხელსაწყოების და კვლევითი ინსტრუმენტების კომერციალიზაცია, რასაც საკმაოდ დიდი სარგებელი მოაქვს პაციენტებისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. TTC სიამაყით გიზიარებთ წარმატებული პარტნიორობის რამოდენიმე მაგალითს.

 

DINUTUXIMAB (UNITUXIN™)

სანამ NCI -ის მიერ მხარდაჭერილი პროექტით, შესაძლებელი გახდა მეცნიერების მიერ ინოვაციური აღმოჩენის გაკეთება, 40 პროცენტზე ნაკლები ნეურობლასტომის დიაგნოზის მქონე ბავშვი,   დიაგნოზის დასმიდან მაქსიმუმ 5 წელი ცხოვრობდა. დღესდღეობით  ინოვაციური იმუნოთერაპიის საშუალება – ch14.18, Unituxin™ (dinutuximab) რომელსაც 30 წლის განმავლობაში იმუშავებდნენ, ახალ იმედს იძლევა მსგავსი ტიპის იშვიათი სისმსივნის მქონე ჩვილი და მცირეწლოვანი ბავშვებისათვის.

 

 

MICATU TISSUE ARRAYER

NCI-ის მკვლევარმა შენიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო შემუშავებულიყო იაფი, მარტივად მოხმარებადი ქსოვილოვანი მიკროარეების გამკეთებელი (TMA), ინსტრუმენტი რომელსაც გამოიყენებდნენ მკვლევარები და პათოლოგები პაციენტის ქსოვილოვანი ნიმუშების  უშეცდომოდ გამოსაკვლევად. NCI-ის დოქტორ სტეფან ჰევიტმა (Dr. Stephen Hewitt) შეიმუშავა იდეა და NCI-ის ტექნოლოგიების გადატანის ცენტრმა შენიშნა, რომ დაპატენტების შემდეგ ტექნოლოგიების კომერციალიზაცია შესაძლებელი გახდებოდა. ინსტრუმენტი, რომელსაც ჰქვია „მიკაარე“, კომერციულად ხელმისაწვდომად შემუშავებული და განვითარებული იქნა ნიუ იორკში დაფუძვნებული კორპორაციის Micatu-ის მიერ. დოქტორ ჰევიტისა და მიკატუს კომპანიის ექსპერტების მიერ შემუშავებული ხედვის მიხედვით, უმჯობესია შეიქმნას ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მკვლევარებს შეიმუშაონ მათი TMA, იმის ნაცვლად რომ გააგზავნონ ნიმუშები სხვა ლაბორატორიაში.

 

HALAVEN® – ERIBULIN MESYLATE (ANALOG OF HALICHONDRIN B)

1990 წლების დასაწყისში, მკვლევარებმა აღმოაჩინეს ჰალიქონდრინ B (halichondrin B, წარმოადგენს პოლიეთერს), სუბსტანცია, რომელიც  იაპონიის შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის ღრუბელშია ნაპოვნი  და რომელსაც გააჩნია ანტისიმსივნური აქტივობა. შემდგომი რამოდენიმე წლის განმავლობაში, მეცნიერებმა იმუშავეს რომ შეექმნათ (დაესინთეზირებინათ) წამალი. აღნიშნული წამალი  Halaven®-ის სახელით დაპატენტდა და  2016 წლის იანვარში, საკვები პროდუქტებისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ (FDA) მიღებულ იქნა როგორც ინოპერაბელური ლიპოსარკომის სამკურნალო საშუალება იმ პაციენტებისათვის, რომელთაც მანამდე უკვე ჩატარებული ჰქონდათ ანტრაციკლინის პრეპარატის შემცველი ქიმიოთერაპიის კურსი.

 

 

GARDASIL® AND CERVARIX®

2006 წლის 8 ივნისს, საკვები პროდუქტებისა და წამლის ადმინისტრაციამ დაამტკიცა გარდასილის (Gardasil®) ვაქცინა, რომელიც შემუშავებულ იქნა მერკ ენდ კომპანის (Merck & Company) მიერ, ადამიანის საშვილოსნოს ყელის კიბოს ძირითადი გამომწვევი მიზეზის პაპილომა ვირუსის ინფექციის საწინააღმდეგოდ. ვაქცინა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინსვლას სიმსივნის მკურნალობისათვის და მათი თავიდან აცილებისათვის, რაც  ქალების ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს.

 

 

TAXOL®

ტაქსოლი, ასევე ცნობილია როგორც პაქლიტაქსელი, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ ცნობილ ნატურალური წყაროდან მიღებულ სისმსივნის სამკურნალო პრეპარატს, ამერიკის შეერტებულ შტატებში. წარმოდგება წყნარი ოკეანის ყვითელი უთხოვარი ხის (Taxus brevifolia) ქერქისაგან, ფართოდ გამოიყენება მკერდის, ფილტვების, საკვერცხეების სიმსივნეების მკურნალობისათვს, ასევე კაპოშის სარკომისათვის. Paclitaxel პირველად იდენტიფიცირებულ იქნა მისი ანტისიმსივნური თვისებების გამო, NCI-ის მიერ დაფინანსებული ანტისიმსივნური აქტივობის მქონე ნატურალური პროდუქტების მოძიებისა და იდენტიფიცირების კვლევის ფარგლებში.

 

 

VELCADE® (BORTEZOMIB)

ველკადეს (Velcade®) განვითარებამდე არ არსებობდა სისხლის კიბოს – მრავლობითი მიელომის (multiple myeloma (MM) ეფექტური მკურნალობის საშუალება. მრავლობითი მიელომა წარმოადგენს დაავადებას, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 10,000 სიცოცხლეს იწირავს. Velcade® წარმოადგენს პირველ ანტისიმსივნურ მედიკამენტს მისი ტიპის ახალი ჯგუფის პრეპარატებში, რომელებსაც  პროტეოსომის ინჰიბიტორები ეწოდებათ. NCI-სა და ProScript-ის (ბიოტექნოლოგიური კომპანია) თანამშრომლობამ ველკადე პირველად კლინიკურ გამოცდამდე მიიყვანა. ის საკვები პროდუქტებისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ იქნა  MM-ის სამკურნალოდ. დღეს-დღეობით ისეთი ახალი წამლების ხელმისაწვდომობის გამო, როგორიცაა ველკადე, MM-ის დიაგნოზის მქონე პაციენტები უფრო ხანგრძლივად ცხოვრობენ. დღეს უკვე მრავლობითი მიელომა ქრონიკულ დაავადებად განიხილება და შესაბამისადაც მკურნალობენ.