ახალი კონკურსი ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სფეროში არსებული ინოვაციებისთვის !

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი (TCO) აცხადებს ახალ კონკურსს ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სფეროში წარმატებული და  კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე გამოგონებების შესარჩევად.

TCO შეიქმნა საგრანტო კონკურსის საფუძველზე, რომელიც ჩატარდა აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global) და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ)მიერ, აშშ-ს თავდაცვისა და საფრთხის შემცირების სააგენტოს (US DTRA) მიერ დაფინანსებული პროგრამის “დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მეცნიერების მდგრადი განვითარება საქართველოში” ფარგლებში.

გამარჯვებული გამოგონებებისთვის უზრუნველყოფილი იქნება

  • საპატენტო განაცხადების შევსება და  პატენტირების ხარჯების დაფარვა
  • შემდგომი კომერციალიზაციისთვის ხელის შეწყობა, რაც გულისხმობს, (i) გამოგონების მარკეტინგს; (ii) საქართველოსა და აშშ-ში კომპანიის მოძიებას, რომელიც გამოგონების წარმოებით და ლიცენზიის მოპოვებით იქნება დაინტერესებული და (iii) აღნიშნულ კომპანიას, გამომგონებლებსა და TCO-ს შორის სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებას.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც გააჩნია საინტერესო გამოგონება ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სფეროში.

კონკურსში მონაწილეობისთვის, აპლიკანტმა უნდა შეავსოს ახალი ტექნოლოგიის განდობის ფორმა (ფორმები იხილეთ მოცემულ ბმულებზე ქართულ და ინგლისურ ენებზე) და წარმოადგინოს გამოგონების შექმნაში მონაწილე პირების CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე).

აღნიშნული საბუთები უნდა გაიგზავნოს ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ელ. ფოსტაზე tco@iliauni.edu.ge.

საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 1 მარტი, 20:00 საათი.

კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან:

  1.  პირველ ეტაპზე განხორციელდება პროექტების შერჩევა წარდგენილი საბუთების საფუძველზე.
  2. მეორე ეტაპზე, შერჩეული აპლიკანტები TCO-ში წარადგენენ პრეზენტაციებს

პროექტების შერჩევა განხორციელდება TCO-ს თანამშრომლების, TCO-ს მრჩეველთა საბჭოსა და TCO-ს ამერიკელი მენტორის მიერ.

გამოგონების შეფასების კრიტერიუმები მოიცავს

  1. ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის დარგში იდეის ორიგინალურობას
  2. პატენტუნარიანობას
  3. ინოვაციურობასა და
  4. კომერციალიზაციისთვის ხელმისაწვდომობას

გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება 2016 წლის მაისში

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, E კორპუსი  ოთახი – 101.

ტელ: 2 29 39 85

ელ. ფოსტა: tco@iliauni.edu.ge

გისურვებთ წარმატებებს!!!